ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ყველა საჭირო ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება სოფლებამდე მისასვლელი გზები.
ამ დროისთვის, თოვლწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ბეჟანოში, სირკვაში, აგანაში, გოგაშენში, აფნიასა და აზმანაში.
მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილება ნებადართულია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით. მძღოლებს მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე მოძრაობისთვის დადგენილ წესებს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.