GUARDIANGE – ქუვეითის არმიამ განაცხადა, რომ ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის კუთვნილი საწვავის ავზები დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა.
„ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის კუთვნილ საწვავის ავზებზე დრონების თავდასხმა განხორციელდა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის პირდაპირი სამიზნე იყო“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქუვეითის სამხედროების X-ზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით.
პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები „ცდილობენ გაუმკლავდნენ მტრული დრონების ტალღას, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს“.

