მიხეილ სააკაშვილი: აზერბაიჯანი კარგად არის დაცული საკუთარი შეიარაღებული ძალებით და ირანი ვერ გააგრძელებს შეტევებს, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. ის სრულიად დაუცველია ყველა სახის აგრესიისგან

„როგორ დატოვა ივანიშვილმა საქართველო სრულიად დაუცველი

ირანი ზუსტად ისე იტყუება, რომ მას არ უსროლია აზერბაიჯანისთვის, როგორც თავის დროზე ურცხვად იტყუებოდა, რომ რუსეთს არ აძლევდა შაჰიდებს და უკრაინელებს ეჩვენებოდათ.

აზერბაიჯანი კარგად არის დაცული საკუთარი შეიარაღებული ძალებით და ირანი ვერ გააგრძელებს შეტევებს.

რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. ის სრულიად დაუცველია ყველა სახის აგრესიისგან, არადა თავის დროზე ჩვენ ირანზე ბევრად ადრე დავიწყეთ მაღალტექნოლოგიურ დრონებზე მუშაობა და “დელტაში” ვიწყებდით ფრთოსანი რაკეტების წარმოებას, დღეს ეს იქნებოდა ჩვენი მთავარი მაღალტექნოლოგიური ექსპორტი.

ასევე იუშენკოს შევუთანხმდი, რომ შევერთებოდით უკრაინული “გრიმ” ტიპის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას.

ჩემი და ობამას შეთანხმებით საქართველოს უნდა მიეღო დიდი რაოდენობით ანტისაჰაერო სისტემები “HAWK” და 2 ათეული Chinook-ის ტიპის ვერტმფრენები, დღეს საქართველო იქნებოდა სრულიად დაცული.

ეს ყველაფერი გააჩერა ივანიშვილმა, მან ასევე დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, სადაც 2013 წელს უნდა დაწყებულიყო კურსი „დრონების ტექნოლოგია“

(სამაგიეროდ თავის ბუტკა უნივერსიტეტში ხსნის უცხოპლანეტელებთან საუბრის კურსებს), – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები