ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი მერიის ქალთა ოთახში მრავალშვილიან დედებს შეხვდა და მათ დედის დღე მიულოცა.

„მრავალშვილიანი დედები ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული საყრდენია. თქვენი შრომა, სიყვარული და თავდადება უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას,“-აღნიშნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილე ქალბატონებს მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები