ახალქალაქში დაბადებული ახალშობილების დედებს დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანთან ერთად, ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში დაბადებული პირველი ახალშობილები მოინახულა.

მელქონ მაკარიანმა და რუბენ პალიანმა ახალშობილთა დედებს დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„დედის დღე – ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადოთ ყველა დედას, შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და უანგარო სიყვარულისთვის“, – აღნიშნა მელქონ მაკარიანმა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები