ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ჩიხები, ასევე, ტექნიკა მუშაობს სოფლების მიმართულებით.
თოვლისგან ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ორბელის უღელტეხილი.
ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება 10 სოფელს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები უკვე გავიდნენ დაზიანებულ ადგილებზე და მუშაობენ, რათა დროულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.
თოვლისგან იწმინდება, ასევე, საფეხმავლო გზებიც.
ადგილზე იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
დღის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები და ეტაპობრივად, ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.