ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის სახლში, დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მომღერლები და ფოლკლორული ანსამბლები: შოთა და პავლე რამიშვილები, ანდრია ხურციძე, გუჯი ძაგნიძე, ვახო ძაგნიძე, ზაზა გოგაბერიშვილი, მარიამ დიაკონიძე, ბარბარე კვირიკაძე, ქორეოგრაფიული ანსამბლები „ახალი ერა“ და „ინსპირაცია“.
კონცერტი ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურული ღონისძიებების მართვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.



