ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეები, საკრებულოს აპარატის უფროსი, კომისიების ექსპერტ-კონსულტანტები ესწრებოდნენ.
საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებმა და ფრაქციის თავმჯდომარემ 2025 წელს განსახორციელებელი სამუშაო გეგმები წარმოადგინეს.
სამუშაო შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს მუშაობის ეფექტურად ორგანიზებაზე, ასევე მათი საქმიანობისას წარმოშობილი პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრა.