GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის ძლიერებაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მათ „ჰიტლერი და ნაპოლეონი დაამარცხეს“ და „ისინი დიდი ხანია, იბრძვიან“, მაგრამ ახლა პუტინსაც და ზელენსკისაც ომის სწრაფად დასრულება სურს.
„ვფირობს მას [პუტინს] უნდა ძალადობის დასრულება, მე ამას ვხედავ. სტივ უიტკოფი (ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი) მასთან იყო საკმაოდ ხანგძლივი პერიოდით, დაახლოებით სამი საათი და მას სურს საბრძოლო მოქმედებების დასრულება. მათ აქვთ დიდი, მძლავრი მანქანა, გესმით თქვენ ეს? მათ დაამარცხეს ჰიტლერი და დაამარცხეს ნაპოლეონი. ისინი დიდი ხანია, იბრძვიან. მათ ეს აქამდეც გაუკეთებიათ. თუმცა ვფიქრობ, მას სურს ძალადობის შეწყვეტა… თუკი ის არ გაჩერდება და განაგრძობს ომს, ვფიქრობ, ეს დიდი პრობლემა იქნება ჩვენთვის. ეს მე დიდ პრობლემას შემიქმნის. მათ სურთ სწრაფად დასრულდეს ომი. ორივე მათგანს, ზელენსკისაც სურს ამის დასრულება“, – განაცხადა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წამოწყება პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის არაკომპოტენტურობის შედეგი იყო და არა მხოლოდ ბაიდენის, არამედ ობამას და ბუშის ადმინისტრაციების დროსაც რუსეთმა ბევრი მიწა წაიღო.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ომმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ნაგრევებად აქცია ულამაზესი ქალაქები და სახლები.
შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატოს წინააღმდეგ აწარმოოს ომი, ტრამპმა უპასუხა: „არა, არ ვეთანხმები, არ ვეთანხმები, მცირედითაც კი არ ვეთანხმების ამას“.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ