Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში ასფალტი დაიგო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში სოფელ გომანში გზის 1 836-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო წყალარინების ქსელი.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 049 164 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები კომპანია შპს “ჯავახავტოგზამ” შეასრულა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები