Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

გამოქვეყნდა განათლების მინისტრის ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე

გამოქვეყნდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №108/ნ საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე.

მუხლი 1

დადგინდეს ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანება 2024 წლის 15 სექტემბრიდან.

მუხლი 3

1. ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლისა.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან.

მუხლი 7. სამუშაო დატვირთვა

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად  განისაზღვრება შემდეგი სახით:

საგაკვეთილო საათი კვირაში სამუშაო დატვირთვის თანამდებობრივი სარგო
1 საათი 96
2 საათი 192
3 საათი 288
4 საათი 384
5 საათი 480
6 საათი 576
7 საათი 672
8 საათი 768
9 საათი 864
10 საათი 960
11 საათი 1,056
12 საათი 1,152
13 საათი 1,248
14 საათი 1,344
15 საათი 1,550
16 საათი 1,630
17 საათი 1,710
18 საათი 1,790
19 საათი 1,870
20 საათი 1,950
21 საათი 2,030
22 საათი 2,110
23 საათი 2,190
24 საათი 2,270
25 საათი 2,350

2. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება ამ დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტით და მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობების ერთობლიობით.

მუხლი 8. მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა

1.  მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის  თანამდებობრივ სარგოზე დანამატები განისაზღვრება შემდეგი სახით  (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატებისა):

ა) კლასკომპლექტით სწავლება – 40,50 ლარი;

ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი;

გ) კლასის დამრიგებლობა – 101,25 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები გაიცემა სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში (ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად).

მუხლი 9​. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი

1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი,  სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით,  ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

მუხლი 10. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი

1. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელიც ასრულებს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციას და აქვს კვირაში არანაკლებ 1 საგაკვეთილო საათი.

2. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის  ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი;

ბ) მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, საკუთარი გადაწყვეტილებით და სკოლის თანხმობით, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.

მინისტრის ბრძანება სრულად იხილეთ ბმულზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები