იმერეთში ვიზიტის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა ვანში დაფნის გადამამუშავბელი საწარმო დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ სამუშაო პროცესს და მოისმინეს საჭიროებები.
ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზვანში, შპს „ქართულ დაფნა“-ს კომპანიის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს გრანტი 570,000 ლარის ოდენობით.
საწარმოში სეზონურად დაახლოებით 200 ტონა მშრალი დაფნა მზადდება. საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ახორციელებს.
საქართველოს მასშტაბით, დაფნის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 6 მლნ ლარს აღემატება, სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126 მლნ ლარის თანადაფინანსებით 269 საწარმო შეიქმნა.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.