ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანიზაციებსა და მერიის ა(ა)იპ სამსახურებში დასაქმებულ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ყვავილები გადასცა.
„ძვირფასო ქალბატონებო, ქალთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ. გისურვებთ, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სიკეთეს. თქვენი როლი სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში იყოს უფრო აქტიური და დაფასებული“,- აღნიშნა მელქონ მაკარიანმა.

