ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური განყოფილებისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ერთობლივი ძალისხმევით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები, სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებისათვის დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 100 სოციალურად დაუცველი ოჯახი შეირჩა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა 100 ბავშვს საჩუქრები გადასცეს.
ა(ა)იპ ახალქალაქის მომავლის სახლში საზეიმო კონცერტი გაიმართა და კიდევ უფრო გაუფერადდათ პატარებს საბავშვო დღესასწაული.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.