Monday, March 31, 2025
10.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი, მოადგილეებთან – ალექსანდრე მიქელაძესა და არმენ ბდოიანთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რის შემდეგაც, ქალაქ ნინოწმინდის კულტურის სახლის მიმდებარედ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„დილიდან ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში  განსაკუთრებული მხიარულება იყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით პატარებისათვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები მოეწყო.

ღონისძიება განსაკუთრებულად გაალამაზა ნინოწმინდის საბავშვო ბაღის გაერთიანების  ქალაქ ნინოწმინდისა და 17 სოფლის ჯგუფების აღსაზრდელთა შესრულებულმა მუსიკალურმა  ნომრებმა.

დამსწრეებს თავისი ნომრები წარუდგინეს სამუსიკო სკოლისა და  კულტურის ცენტრის ანსამბლებმა.

ღონისძიების პატარა სტუმრები განსაკუთრებულად გაახალისეს  ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ნინოწმინდის მერია ავრცელებს და ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები