Sunday, November 24, 2024
7.8 C
Tbilisi

ქალაქ ნინოწმინდისა და სოფლების – დიდი ხანჩალის, კათნატუს და ოროჯალარის  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერის მოადგილე არმენ ბდოიანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, შპს „GZA“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. რომელიც მუნიციპალიტეტში  სასმელი წყლის სისტემის სარემონტო- სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.

პროექტი მოიცავს ქალაქ ნინოწმინდისა და მუნიციპალიტეტის სოფლების: დიდი ხანჩალის, კათნატუს, ოროჯალარის  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციასა და სამშენებლო სამუშაოებს.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სამუშაოები ნინოწმინდაში სარიანის, ლენინაკანის, აღმაშენებლისა და გოგოლის ქუჩებიდან უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც  მოასფალტების სამუშაოები ჩატარდება.

„გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ქალაქ ნინოწმინდაში სასმელი წყლის სისტემის  მუშაობას წელს დაიწყებენ და წლის განმავლობაში  განახორციელებენ, პროგრამა მომავალ წელს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში გაგრძელდება“, – განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები