Sunday, November 24, 2024
2.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა, დედის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედებს, რომელთაც არასრულწლოვანი შშმ შვილები ჰყავთ, დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება, რომელსაც მერთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის , ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 22 ოჯახს მერიისგან საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადაეცა.

დედის დღე საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები