ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა, დედის დღესთან დაკავშირებით, 10 მრავალშვილიან დედას უმასპინძლა, რომელთაც 5, 8, 7 და 14 შვილი ჰყავთ და მათგან ერთი ბავშვი მაინც არის არასრულწლოვანი. მრავალშვილიან დედებს მერმა დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„ყველა დედას ვულოცავთ და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და შვილების წარმატებას ცხოვრებაში. მიხარია, რომ მრავალშვილიანი დედები ასეთი კმაყოფილები, ლამაზები და პრინციპულები არიან”, – განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.
შეხვედრას ნინოწმინდის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ლევონ ვარდანიანი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.