3 მარტს – დედის დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა დედებმა საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მილოცვები და საჩუქრები მიიღეს.
ყოველწლიური ღონისძიება მერვედ იმართება. მრავალშვილიანი დედების მასპინძლობა კარგ ტრადიციად იქცა.
„ძვირფასო დედებო, გმადლობთ, რომ სირთულეები გადალახეთ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების აღზრდისა და განათლებისთვის. გისურვებთ მშვიდ დედობას, თქვენს შვილებს კი უდარდელ ბავშვობას. ღვთაებრივი კურთხევა იყოს თქვენთან და თქვენს ოჯახებში“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაან აროიანმა.
თავის მხრივ, დამსწრე დედებმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს მუდმივი ყურადღებისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის. მრავალშვილიანმა დედებმა ასევე წარმოადგინეს თავიანთი აქტუალური საკითხები, რომლებიც ძირითადად სოციალური ხასიათის იყო.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.