Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროეტქები განიხილეს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში/სოფლები: ეშტია, თორია, უჩმანა, ყაურმა/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.

საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, საკრებულოს წევრები სამველ დარბინიანი, არარატ ეგნატოსიანი, მერიიდან, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და სხვა თანამშრომლები.

შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორ თებერვლამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები