ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ნაირი ირიციანი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.
1.„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2.მერიის მოსამსახურეთა საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ;
3.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.