ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
შეხვედრები ამჯერად სოფელ გოგაშენში, აზმანაში, აფნიაში, ქარცეფსა და ოკამში გაიმართა, სადაც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი გოგაშენი — სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი აფნია — სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი ქარცეფი — საბავშვო მოედნის მოწყობა;
სოფელი ოკამი — საბავშვო მოედნის მოწყობა;
სოფელი აზმანა — სარწყავი სისტემის მილების შეძენა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრების მიზანია ადგილზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.
საბოლოოდ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
შეხვედრებს ესწრებოდნენ: სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საბა სამსონიძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

