ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა. ამის შემდეგ და დიადი, მისაღები ლიდერის (ლიდერების) შერჩევის შემდეგ ჩვენ და ჩვენი მრავალი შესანიშნავი, ძალიან მამაცი მოკავშირე, პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ, რომ ირანი დავაბრუნოთ განადგურების პირას მყოფი მდგომარეობიდან, რათა ის ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გახდეს, ვიდრე ოდესმე. ირანს დიდი მომავალი ექნება. გავხადოთ ირანი ისევ დიდებული (MIGA!)“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

