აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღკვეთეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, საზოგადოებაში პანიკის შესაქმნელად და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვის მიზნით, სამიზნეებს შორის იყო ბაქო-ჯეიჰანის სტრატეგიული ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო აზერბაიჯანში, მთიელი ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი, ასევე „აშქენაზის“ სინაგოგა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ისინი გაანეიტრალა და სხვა პირებისთვის გადაცემა აღკვეთა.

