„პედოფილების მფარველ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს და მის ურეიტინგო ზომბ მთავრობას, თურმე არ მოსწონთ, კორუფციაში ჩამპალ მასხარა ზელენსკიზე და ასევე ურეიტინგო, საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ მთავრობაზე, „იმედი” და „პოს-ტვ“ სიმართლეს რომ აშუქებს! მილიონზე მეტი დაღუპული რომ არის და უკრაინა ომს აგებს, ხალხს დაუმალეთო!
ამათი დამპალი გეგმა ხომ ვიცით რაც არის? თუ ხალხი სიმართლეს გაიგებს, ნახავს, რომ ომს აგებენ, წაგებულ ომში ჩვენი ჩათრევა გაუჭირდებათ! რთული იქნება საქართველოში არეულობის მოწყობა! საქართველოში რევოლუცია არ გამოუვათ და თავიანთ მანქურთებს ვერ დასვამენ საქართველოს ხელისუფლად!
საზარბაზნე ხორცად გვიყურებენ, ამათთვის ჩვენ მეორეხარისხოვანი არსებები ვართ, რომლებმაც მაგათი ელჩების ნაბჟუტურები უნდა გავითვალისწინოთ, სახელმწიფო გავანადგუროთ, დავემონოთ ვიღაც გადამთიელს და მომავალი წავართვათ ჩვენს შთამომავალს!
სიმართლეს თუ ჩაახშობენ, ჰგონიათ თავიანთ ბილწ გეგმას შეასრულებენ ჩვენი სამშობლოს გასანადგურებლად! ვერ მოესწრება ჩვენი ერის და ქვეყნის ვერცერთი მტერი საქართველოს დაჩოქებას! ჩვენ ის ხალხი არ ვართ, ვინც სხვისი ხუშტურის დასაკმაყოფილებლად საკუთარს გაწირავს! ქართული სულისკვეთება დაგანახვათ ერისკაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, დაგიპირისპირდათ ძალებს, რომლებმაც იქ შეძელით და ორ დიდი სახელმწიფოს შორის ომი გააჩაღეთ! გაჩვენათ, ქართველი ვისი გორისაა! რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული!
ერთადერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ისევ გააგრძელოთ აქ მყოფი თქვენი მანქურთი ენჯეოშნიკების, აკაცუკების და მყრალი, რადიკალი ოპოზიციონერების მოხმარება, როგორც ადრე ხმარობდით! ეგენი ქართველები არ არიან და შეგიძლიათ თქვენი ეფშტეინური ხურუში მათზე დახარჯოთ! საქართველოს თქვენ ღირსეული არცერთი მამულიშვილი არ დაგითმობთ. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ! საქართველო ჩვენ ვართ.
ხო ბოლოს, მინდა გითხრათ, სულ შუაზე რომ გადაიხსნათ, საქართველოში ომი არ იქნება“, – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

