ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: კომერციული ბანკები ვალდებული არიან, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იმოქმედონ

მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათიამ თურნავამ დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

თურნავას თქმით, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას.

„იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები