ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში ასფალტის საფარი იგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილეები და თანამშრომლები ეწვივნენ სოფელ კორხს, სადაც გრძელდება გზის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 4420 მეტრიანი გზის ასფალტირება, რომელიც სოფელ მაჭატიას სოფელ კორხთან აკავშირებს.

პროექტის ღირებულება შეადგენს 3 871 244 ლარს.

ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ უკვე შესრულებული სამუშაოებს და ასევე მოსახლეობას გაესაუბრნენ.

მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის კონტრაქტორ კომპანიას, ინჟინრებს, მუშებსა და ყველა შესაბამის უწყებას შესრულებული სამუშაოსთვის.

სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტად რჩება.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები