გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი: საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური ოპონენტების არჩევნებში მონაწილეობა

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი საქართველოში ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას ეხმაურება

„საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური ოპონენტების არჩევნებში მონაწილეობა.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“, – წერს დაუთი სოციალურ ქსელ X-ში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები