Wednesday, June 4, 2025
16.8 C
Tbilisi

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა

1-ელი ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით , ცენტრალურ პარკში პატარებისთვის სიურპრიზებით სავსე დღე მოეწყო: თოჯინების თეატრი, ზღაპრის გმირები, გასართობი შოუ-პროგრამა, სახის მოხატვა თუ სხვა სახის გასართობი აქტივობები მრავლად იყო წარმოდგენილი. პატარების მონაწილეობით საზეიმო კონცერტიც გაიმართა.
ღონისძიებას საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე, ახალქალაქის მერიის მხარდაჭერითა და “საქართველოს წითელი ჯვრის” ორგანიზებით, ოთხმოცამდე სოცილურად დაუცველ, სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებში მცხოვრე მცირეწლოვან ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს, ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბედნიერ, ნათელ მომავალს უსურვებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები