„მწვანე თეატრში“, ცაგერის ესთეტიკური ცენტრის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 24 ანსამბლის 800-მდე მოცეკვავემ მოიყარა თავი, მათ შორის გახლდათ ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლეჩხუმი“.
ღონისძიებას უძღვებოდა ანსამბლ „ლეჩხუმის“ ქორეოგრაფი, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბესარიონ ჩანქსელიანი.
რესპუბლიკურ ფესტივალს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე გიორგი გუგავა.
ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.




