პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბიულეტინების 100 %-ის დათვლის შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგები ასეთია – ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი – 10 606 628 ხმა – მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ 49.1 პროცენტი – 10 237 177 ხმა – თავის კონკურენტზე 369,451 ხმით ნაკლები.

პოლონეთის ახალი პრეზიდენტი, 42 წლის ნავროცკი მხარს უჭერს ტრადიციულ კათოლიკურ და ოჯახურ ფასეულობებს და არის ევროკავშირის შიგნით პოლონური სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერი.
ის მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ აცხადებს, რომ არ სურს უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის მიმდინარე აგრესიის დროს.
პოლონეთის პრეზიდენტის როლი ძირითადად ცერემონიალურია, რომელსაც შეზღუდული გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვაზე, მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს კანონმდებლობას. ტუსკის პრო-ევროკავშირის კოალიციურ მთავრობას საკმარისი საპარლამენტო უმრავლესობა არ გააჩნია, რომ ვეტო გადალახოს.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართა და მასში მონაწილე 13 კანდიდატიდან გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერცერთმა ვერ მიიღო.