ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სპასოვკა-ორლოვკის საავტომობილო გზის მოასფალტება დასრულდა.
სამუშაოების პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი და შესაბამისად, გზის მოასფალტება საჭირო იყო მოსახლეობის კომფორტული გადაადგილებისთვის․
სოფელ სპასოვკა-ორლოვკის საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები შპს „ჯავახ ავტო გზა“-მ შეასრულა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 623 000 ლარს შეადგენს.