ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში ბეტონის გზა იგება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად, ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ ორმეთში ჯამში 557 მ სიგრძის ბეტონის გზა იგება.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 304 300 ლარი დაიხარჯება.

ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები