სამხედრო აღრიცხვისა და რეკრუტირების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განყოფილების ორგანიზებით, 27 წვევამდელი ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეუერთდა.
წვევამდელებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ლანჩხუთის მუნიციპალური განყოფილების უფროსი მაიორი რევაზ კილაძე მიესალმა.
წვევამდელები წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა საბა (ჟღენტმა) დალოცა.
ინფორმაციას და ფოტომასალას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.




