თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სახელით შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ნინოწმინდის მუნიციპალურმა განყოფილებამ მადლობის წერილები გადასცა იმ წვევამდელების ოჯახის წევრებს, რომლებმაც 2025 წლის პირველ ეტაპზე ნებაყოფლობით აირჩიეს და მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ემსახურათ წვევამდელთა 8(რვა)-თვიან ეროვნულ სამხედრო სამსახურში.
„ემსახურო ჩვენს ქვეყანას, უდიდეს პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს.
საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახური არამხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება, არამედ აძლიერებს ახალგაზრდების პასუხისმგებლობას და უყალიბებს მათ დამოუკიდებლობას და პროფესიონალიზმს.
გვჯერა, რომ წვევამდელები:
სლდოიან რაფიკ, სტრუკოვ ნიკიტა, პეტროსიან ერიკ, აბგარიან უეზნიკ, მარგარიან სასუნ, კირაკოსიან მასის, ცარუკიან ჰარუთიუნ, ბაღდასარიან აკობ, ჩომარიან არმან, პაპოიან აკოპ, პოდოღლიან ოვანეს, ბაბოიან ჰრაირ, კაჯოიან დავიდ, ამირხანიან ედვარდ, აროიან არმან, ხოდერიან სოს, არუთიუნიან მიასნიკ ღირსეულად და წარმატებით გაართმევენ თავს ამ საპატიო მოვალეობას.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობითი მსახურების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება მუნიციპალიტეტის მერიისა და თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით განხორციელდა“, – აცხადებენ ნინოწმინდის მერიაში.


