საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ირაკლი ბერაიას მოადგილეებად იოსებ ვარძელაშვილი და გიორგი გელაშვილი დაინიშნენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მოადგილეები უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ირაკლი ბერაიამ ყოფილ მოადგილეებს, ვახტანგ ფარესიშვილს და მირიან მჭედლიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალმა მოადგილეებმა, იოსებ ვარძელაშვილმა და გიორგი გელაშვილმა უწყების თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის ხედვები გააცნეს.
იოსებ ვარძელაშვილს ამ პოზიციაზე დანიშვნამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა. საქმიანობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელ პოზიციებზე. იოსებ ვარძელაშვილი არის სამართლის დოქტორი და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
გიორგი გელაშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე მუშაობდა საქართველოს სპორტის სამინისტროში. მას წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები, როგორც სამართალდამცავ უწყებებში, ასევე კერძო სექტორში. გიორგი გელაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
ინფორმაციას აგამოძიებო სამსახური ავრცელებს.