Wednesday, April 16, 2025
8.8 C
Tbilisi

დედა ენის დღესთან დაკავშირებით, კარტიკამის საჯარო სკოლაში ახალქალაქის ხუთი სომხურენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამორჩეული ღონისძიება ჩაატარეს

დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში დილისკის № 1, კარტიკამის, ვარევანის, ახალქალაქის № 1 და ალათუმანის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ დილისკის № 1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი იამზე მსხვილიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ დედაენის დღეს.  დედაენის დღესთან დაკავშირებით გამორჩეული ღონისძიება ჩავატარეთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში. ღონისძიება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმას, არამედ მრავალეთნიკურ გარემოში ურთიერთპატივისცემის, ინტეგრაციისა და ერთიანი კულტურული სივრცის შექმნის ხელშეწყობას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დილისკის№ 1, კარტიკამის, ვარევანის, ახალქალაქის № 1 და ალათუმნის საჯარო სკოლები.

ღონისძიების მთავარი ღერძი იყო მოსწავლეთა მიერ ქართულ ენაზე მომზადებული პრეზენტაციები, რომლებიც ეძღვნებოდა ქართული ენის, ლიტერატურის, დამწერლობის ისტორიასა და ქართულ-სომხურ ურთიერთობებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები გამართულად და თავდაჯერებულად საუბრობდნენ ქართულად. მათი ენობრივი დონე და ემოციური ჩართულობა ცხადად ასახავდა იმ დიდი ძალისხმევას, რომელსაც კონსულტანტ-მასწავლებლები ყოველდღიურად ვდებთ მათ წინსვლასა და განვითარებაში.

სწორედ ამ  შრომის, გულისხმიერებისა და თავდადების წყალობით შეძლეს მოსწავლეებმა არა მხოლოდ ქართული ენის ათვისება, არამედ მისი შეყვარება.  ჩვენ შევძელით, რომ  ბავშვებისთვის ქართული ენა მხოლოდ  ცოდნის საგნად კი არა, ურთიერთობისა და საერთო მომავალის შექმნის საშუალებად ქცეულიყო. პრეზენტაციებში ჩანდა არამხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ სიღრმისეული გაგება –  ქართული ენა მათთვის ერთდროულად კულტურასთან კავშირი, იდენტობის ნაწილი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარაა.

ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო შესძინა მასპინძელი სკოლის მიერ ორგანიზებულმა დახვედრამ და კულტურულმა ნომრებმა – ქართულმა სიმღერებმა, ცეკვამ და თბილმა სიტყვებმა, რომლებიც კიდევ ერთხელ გვახსენებდა, რომ მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა.

დედაენის დღის ღონისძიება იქცა არა მხოლოდ საზეიმო დღედ, არამედ ნათელ დადასტურებად იმისა, რომ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და განათლება ერთად ქმნიან იმ საზოგადოებრივ ფასეულობებს, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლია დაამკვიდრო  ერთიანობა გამსხვავებულობაში. მადლობა ქეთინო მასწავლებელს [ქეთევან ნასყიდაშვილს] და მის არაჩვეულებრივ სკოლის პედ-კოლექტივს, მოსწავლეებს დასამახსოვრებელი დღისთვის“, – წერს იამზე მსხვილიძე სოციალურ ქსელში.

GUARDIANGE-ის სტატიები

ახალქალაქის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ენას მოზარდებთან ერთად თემის წარმომადგენლებიც ინტენსიურად სწავლობენ – იხილეთ ბმულზე 

ქეთევან ნასყიდაშვილის 16 წელი კარტიკამის საჯარო სკოლაში – ქართული ენის წამყვანი მასწავლებლის რთული და წარმატებული გზა სკოლისა და თემის ცხოვრებაში – იხილეთ ბმულზე

ახალქალაქის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე: სკოლა „სახლში მიმყვება“ და უფლება არ მაქვს ის კარის ზღურბლთან დავტოვო – იხილეთ ბმულზე

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები