Sunday, April 13, 2025
3.8 C
Tbilisi

ვანში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებმა გოჩა ჭუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულებს.

წელს 36 წელი შესრულდა 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან, როცა ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან მომიტინგეებს საბჭოთა არმია სასტიკად გაუსწორდა. დაიღუპა 21 ადამიანი.

ამ მოვლენებიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

 

ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები