საქართველოს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, მერმა ანივარდ მოსოიანმა, მუნიციპალიტეტის სხვა ოფიციალურმა პირებმა, საჯარო მოხელეებმა და მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის – ეროვნული ერთობის, სამოქალაქო ჰარმონიისა და დაღუპულთა მემორიალი.
9 აპრილი 1989 წელს თბილისში სსრკ თავდაცვის სამინისტროს ჯარების მიერ მრავალათასიანი მიტინგის დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის და ამავე დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.
1989 წლის 9 აპრილი, ანუ, როგორც მოგვიანებით უწოდეს, „სისხლიანი კვირა“, 36 წლის წინ საქართველოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა, საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
ინფორმაციას ნინოწმინდის საკრებულო ავრცელებს.