ვფიქრობთ, წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და ქვეყანა გეგმას ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა.
„6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი – 9,4%. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ეს ხდებოდა ხოლმე წინა წლების შემთხვევაშიც, პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და შემდეგ გეგმას ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით, ვფიქრობთ, წელსაც იქნება ეს შესაძლებელი. ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ზრდა გვექნება. ამისთვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, – განაცხადა პრემიერმა.