GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მოდეგამი, რომელიც 2025 წლის სიაში არ არის შეყვანილი. ფოტოს გადაღების თარიღი 2024 წლის 27 მაისი
2025 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გაგრძელდება.
მერიის ცნობით, იგეგმება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუნაშეთი-აზავრეთის შიდა გზის რეაბილიტაცია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიო-აგანის გზის რეაბილიტაცია.
ახალქალაქი-ბაკურიანის შიდა სახელმწიფოებრივი გზა. სოფელ მაჭატია-თოთხამი-კორხის გზის რეაბილიტაცია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენი-აფნიის გზის რეაბილიტაცია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის შიდა გზის რეაბილიტაცია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ერინჯა-მიასნიკიანის გზის რეაბილიტაცია.
ახალციხე-ახალქალაქის მაგისტრალიდან სოფელ ხანდოს შემოვლითი გზის მეორე ეტაპის რეაბილიტაცია.
ახალქალაქი-ბაკურიანის შიდა სახელმწიფოებრივი გზიდან სოფელ მერენიამდე, გზის მეორე ეტაპის რეაბილიტაცია.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.