Monday, March 10, 2025
10.8 C
Tbilisi

საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით.

ასევე, ხელს შეუწყობენ კომისიებსა და კომიტეტებს შორის რეგულარული კავშირების დამყარებას და პარლამენტის წევრთა დელეგაციებს შორის გაცვლებს ორი ქვეყნის საპარლამენტო საქმიანობის შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები