GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, რომ დადოს გარიგება, ვიდრე მისგან რაიმე დარჩენილა და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ცნობილი იყო როგორც ირანის [სპარსეთის] იმპერია.
„მე შანსი შანსზე მივეცი ირანს, რომ დაედო გარიგება. მე ვუთხარი მათ, ყველაზე მკაცრი სიტყვებით, რომ „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ რამდენადაც არ ეცადნენ, რამდენადაც ახლოს არ იყვნენ, მათ უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება.
მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა გაცილებით უარესი იმაზე, რაც კი მათ იციან, მოელიან თუ უთხრეს, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს საუკეთესო და ყველაზე მომაკვდინებელ სამხედრო შეიარაღებას მსოფლიოში, და ისრაელს ის ბევრი აქვს და კიდევ უფრო მეტი ექნება. და მათ იციან, როგორ გამოიყენონ ის.
„ირანის ზოგიერთი მკაცრი ხაზის გამტარებელი სიმამაცით საუბრობდა, მაგრამ არ იცოდა თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ახლა ისინი ყველანი მკვდრები არიან და მხოლოდ უარესი იქნება! უკვე ბევრი სიკვდილი და ნგრევა მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის იმის დრო, რომ დასრულდეს ეს ხოცვა-ჟლეტა და შემდგომი უკვე დაგეგმილი თავდახმები, რომელიც კიდევ უფრო სასტიკი იქნება. ირანმა უნდა დადოს გარიგება, ვიდრე მისგან რაიმე დარჩენილა და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ცნობილი იყო როგორც ირანის [სპარსეთის] იმპერია. არა მეტ სიკვდილს, არა მეტ განადგურებას, უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიან არ იქნება. ღმერთი გფარავდეთ ყველას!“- წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.