GUARDIANGE – ჩინეთი გმობს ისრაელის მიერ „ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – ამის შესახებ გაეროში ჩინეთის ელჩმა ფუ კონგმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა.
პეკინი „სერიოზულადაა შეშფოთებული“ ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებზე ამჟამინდელი მდგომარეობის ნეგატიური გავლენის გამო, დასძინა ელჩმა და მოუწოდა ისრაელს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია.
ფუმ ასევე თქვა, რომ ირანის უფლება „ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების შესახებ, როგორც ბირთვული იარაღის გავრცელების აკრძალვის ხელშეკრულების ხელმომწერი, სრულად უნდა იყოს დაცული“.
ჩინეთი თეირანის მთავარი პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. მარტში ჩინეთმა პეკინში ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს უმასპინძლა, სადაც ირანის ბირთვული საკითხი განიხილეს და ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისკენ მოუწოდეს.