Saturday, June 14, 2025
19.8 C
Tbilisi

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

GUARDIANGE – ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ქვეყნის უზენაესი ლიდერი პირობას დებს, რომ „მძიმე დარტყმებს მიაყენებს“ ისრაელს ირანზე საჰაერო იერიშის მიტანის საპასუხოდ.

როგორც BBC იუწყება, აფეთქების ხმა ისმოდა იერუსალიმში, ხოლო თელ-ავივის ჰორიზონტზე შავი კვამლი შეიმჩნეოდა.

BBC-ის ცნობით, თეირანის საპასუხო დარტყმის შემდეგ დაიღუპა ერთი ქალი, ისრაელის საავადმყოფოებში კი 39 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

უფრო ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ სამი ირანელი სამხედრო მეთაური დაიღუპა გუშინ ღამით თეირანზე მიტანილი საჰაერო იერიშისას, ირანის ცნობით კი, ასევე მოკლულია ექვსი მეცნიერი, რომელიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანიდან მოსალოდნელი ახალი დარტყმების შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას.

„ირანიდან გაშვებული რაკეტების“ აღმოჩენის შემდეგ, ისრაელის რამდენიმე რაიონში გააქტიურებულია განგაშის სიგნალი.

ეს ფოტოები დღეს დილითაა გადაღებული რიშონ ლეზიონში, ქალაქში, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ სანაპირო დაბლობზე, თელ-ავივის სამხრეთით.

A rescue worker, in uniform and orange helmet, entering a badly damaged building
ისრაელის სამაშველო ჯგუფები იმ ადგილას, სადაც ირანული ბალისტიკური რაკეტები რამდენიმე საცხოვრებელ შენობას დაეცა
Rescue personnel stand next to damaged vehiclesReuters
A group of recue personnel stand at the impact site, surrounded by rubble and collapsed buildingsREUTERS/Ronen Zvulun
Israeli rescue teams at the site where an Iranian ballistic missiles hit residential buildings in Rishon LeZion, near Tel Aviv, Israel, 14 June 2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, რომ დადოს შეთანხმება ბირთვული პროგრამის შესახებ, ვიდრე მისგან რაიმე დარჩენილა და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ცნობილი იყო როგორც ირანის [სპარსეთის] იმპერია.

„მე შანსი შანსზე მივეცი ირანს, რომ დაედო გარიგება. მე ვუთხარი მათ, ყველაზე მკაცრი სიტყვებით, რომ „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ რამდენადაც არ ეცადნენ, რამდენადაც ახლოს არ იყვნენ, მათ უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება.

მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა გაცილებით უარესი იმაზე, რაც კი მათ იციან, მოელიან თუ უთხრეს, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს საუკეთესო და ყველაზე მომაკვდინებელ სამხედრო შეიარაღებას მსოფლიოში, და ისრაელს ის ბევრი აქვს და კიდევ უფრო მეტი ექნება. და მათ იციან, როგორ გამოიყენონ ის.

„ირანის ზოგიერთი მკაცრი ხაზის გამტარებელი სიმამაცით საუბრობდა, მაგრამ არ იცოდა თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ახლა ისინი ყველანი მკვდრები არიან და მხოლოდ უარესი იქნება! უკვე ბევრი სიკვდილი და ნგრევა მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის იმის დრო, რომ დასრულდეს ეს ხოცვა-ჟლეტა და შემდგომი უკვე დაგეგმილი თავდახმები, რომელიც კიდევ უფრო სასტიკი იქნება. ირანმა უნდა დადოს გარიგება, ვიდრე მისგან რაიმე დარჩენილა და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ცნობილი იყო როგორც ირანის [სპარსეთის] იმპერია. არა მეტი სიკვდილი, არა მეტი განადგურება, უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიან არ იქნება. ღმერთი გფარავდეთ ყველას!“- წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

13 ივნისს ღამით, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დარტყმები თეირანის საცხოვრებელ უბნებზე განხორციელდა და დაღუპულთა შორის სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვებიც არიან.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენეარალი ჰოსეინ სალამი ემსხვერპლა (დაბლა ფოტოზე).

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმების შედეგად, ასევე მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი (დაბლა ფოტოზე).

ბაგერი ირანის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი იყო. ის რევოლუციური გვარდიის რიგებს 1980 წელს შეუერთდა.

ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან „უახლოეს მომავალში“ კონტრ-დარტყმებს ელოდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“.

„ისრაელი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია, ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, ისრაელისა და ყველა ერის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც სიკეთის ბოროტებაზე ბრძოლა სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისთვის. ჩვენი მამაცი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ოპერაციის მიზანია „ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ირანის ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე დარტყმა“.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს ისრაელისთვის ზიანის მიყენებისთვის.

„ჩვენ ამისთვისაც მოვემზადეთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ ირანმა ბოლო თვეებში უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ბირთვული იარაღის შექმნისკენ.

„ამ ნაბიჯებმა ირანი მოკლე დროში ბირთვული იარაღის შექმნასთან უფრო ახლოს მიიყვანა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს საფრთხეები მომავალ თაობას დავუტოვოთ. რადგან თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, სხვა თაობა აღარ იარსებებს. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, უბრალოდ აქ აღარ ვიქნებით. ჩვენ ისტორიის გაკვეთილები გავითავისეთ. როდესაც მტერი ამბობს, რომ შენს განადგურებას აპირებს, დაუჯერე მას. როდესაც მტერი შენი განადგურების შესაძლებლობებს განავითარებს, შეაჩერე იგი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ირანმა ისრაელის თავდასხმის მხარდაჭერაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რასაც აშშ მკაცრად უარყოფს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ წინასწარ იცოდა თავდასხმების შესახებ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.

ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი „მძიმე საფასურს“ გადაიხდიან დარტყმების გამო.

გაერო მოუწოდებს ორივე მხარეს, რომ გამოიჩინონ „მაქსიმალური თავშეკავება“.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები