ახალქალაქის სოფელ ბავრაში სკვერისა და საბავშვო მოედნის მშენებლობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი არტურ დავთიანი ადგილზე გაეცნენ.
პროექტი ითვალისწინებს სკვერის ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონების, ფანჩატურის, გარე განათების სისტემებისა და სასეირნო ბილიკის მოწყობას. განთავსდება სკამები, ნაგვის ურნები და ხე-მცენარეებიც დაირგვება .
პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, რეკრეაციული სივრცე შეემატება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.




