„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების-გვესოს, ბარდნალის, წიფერჩის, ლარჩვალის მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა განსახორციელებელი პროექტები.
მიმდინარე წელს პრიორიტეტულია გზის რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა, წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.