სუს-ი: ვსწავლობთ სხვადასხვა პირის განცხადებებს საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ, დაწყებულია გამოძიება და ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით

ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება, თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ დაწყებულია გამოძიება და სწავლობენ განცხადებების შინაარსს.

„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ, როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“, – აცხადებენ სუს-ში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები