ცაგერის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში 12 წარჩინებულ მოსწავლეს ცაგერის, ქვედა ცაგერის, ლაცორიის, ორბელის, ლასურიაშის, ღვირიშის და აღვის საჯარო სკოლებიდან კომპიუტერები გადაეცათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილემ, რევაზ ახვლედიანმა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან, ირაკლი სილაგაძესთან ერთად კომპიუტერები გადასცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს.
აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.