თბილისის მერმა კახა კალაძემ 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას “თბილისობა 2023” მიულოცა.
2023 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიიღო 26-მა მოქალაქემ. მათ შორის არიან:
არჩილ ხომასურიძე – რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი; ჟანრი ლოლაშვილი – თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ნუგზარ უბერი – ექიმი, პედიატრი; ალექსანდრე კოტორაშვილი – ფოტორეპორტიორი; რამაზ გახოკიძე – მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი; გია ბაღაშვილი – მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე; გურანა გრიგორაშვილი – ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი; ნანა ფაჩუაშვილი – თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; თამაზ მაღლაკელიძე – ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ამირან ქორიძე – ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი; გურამ ახალაია – მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე;
მურმან ჯინორია – თეატრისა და კინოს მსახიობი; ლია სტურუა – პოეტი; ლეო ანთაძე – თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; იმედა კახიანი – კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; იამზე დოლაბერიძე – მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი; ლევან ლაღიძე – მხატვარი; დავით მაღრაძე – პოეტი, საზოგადო მოღვაწე; რადიშ თორდია – მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი; ავთო მახარაძე – თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; ზურაბ ლეჟავა – სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი; მანანა ახმეტელი – მუსიკათმცოდნე, პედაგოგი; მამუკა ჩარკვიანი – მუსიკოსი, კომპოზიტორი; ევა ბაბალაშვილი – მხატვარი, მწერალი; რევაზ არველაძე – ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეციერებათა დოქტორი; ზაზა ავალიანი – ექიმი – ფტიზიატრი.
დედაქალაქის მერმა თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.